08:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 18:45:02, 2230 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად, ნიკა მელია ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლას აპირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ პროკურატურა მას ტელეკომპანია „კავკასიის" პოლიტიკურ გადაცემაში მისვლის უფლებას არ აძლევს. 

მელიას თქმით, ის პროკურატურის ნებას არ დაემორჩილება და „კავკასიაში“ მაინც მივა. 

„დღეს, როდესაც მე ვაპირებ დათო აქუბარდიას გადაცემაში მონაწილეობის მიღებას 19:30 ზე, ფორმალურად აცნობა ადვოკატმა პროკურატურას და პროკურატურას მხრიდან არის უარი. ცხადზე უცხადესია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მათივე სასამართლოც კი არ მსჯელობს გადაწყვეტილებაში, რომ მე არ შემიძლია თანხმობის შემთხვევაში საახლიდან გასვლა. მოქმედ პოლიტიკოსს,  დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა ეძლეოდეს არა მხოლოდ პარლამენტში და მის ტალანებში, არამედ სხვადასხვა ადგილებში. პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ პარლამენტში. პოლიტიკოსი არ მიუშვა ოპოზიციური არხის პოლიტიკურ გადაცემაში, აქ რასთან გვაქვს საქმე ყველა მიხვდება. მე თავს არ შევიზღუდავ , გამორიცხულია“, - განაცხადა ნიკა მელიამ TV პირველთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics