|
2019-09-09 15:22:54, 1965 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ რიკერი: საოკუპაციო ხაზთან ჩამოსვლა და ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მაიკლ პომპეომ მთხოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა, რომელიც EPRC-ის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ბორდერიზაციის შედეგებზე დაკვირვება მას სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სთხოვა. რიკერის თქმით, მაიკ პომპეოსგან მას ახალ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაც აქვს დავალებული. "ველოდები საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ რა [ზომებს] მიმართავენ ისინი. აშშ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოკავშირეებად რჩებიან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მთხოვა, ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი ახალ პრემიერს, აგრეთვე მოვსულიყავი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სადაც როგორც ვხედავთ, ადგილობრივ მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრება გართულებული აქვს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)