07:34 - 28 Jul, 2026
|
2019-09-08 18:37:02, 2008 ნახვა
საზოგადოება
„ეს დანაშაულის ადგილია“ - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს
სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ეს ტერიტორია არის დანაშაულის ადგილი. აღსანიშნავია, რომ მანამდე დემონსტრანტებმა ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობა სცადეს. თუმცა პრემიერი მათთან არ გამოჩენილა. ამჟამად კი, პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ აქცია განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)