22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 14:31:06, 2686 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბრისთვის გადაიდო.

 ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  სასამართლო სხდომა, რომელიც 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო, სწორედ დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო.

„12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, წინასასამართლო სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის. ორი შუამდგომლობა, რომელითაც მიმართა სასამართლოს პროკურატურამ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი არის უარი და შესაბამისად, ყადაღის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში“, - განაცხადა კორძაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics