|
2019-09-05 20:27:42, 664 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ღვაწლმოსილ პედაგოგებს ოჯახებში ეწვია
ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგმა, შუშანა ფუტკარაძემ 44 წლიანი პროფესიული საქმიანობა დაასრულა და ოქტომბრის დასაწყისში, სახელმწიფოსგან, ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებს, ამავე დროს, პედაგოგის დაზღვევას მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნებს. სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნოდარ დავითაძეც. დღეს, პედაგოგებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ოჯახებში ესტუმრა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, მათი დამსახურებისთვის მომავალი თაობების წინაშე და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. „მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მათი ამაგისთვის. ნებისმიერი ადამიანის წარმატების უკან დგას პედაგოგთა შრომა და მათი ინვესტიცია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც უზრდიან ქვეყანას პროფესიონალ და პატრიოტ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას სახელმწიფოს სიძლიერე. მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის პედაგოგებიდან ჯილდოს მიღების სურვილი 62 პედაგოგმა გამოთქვა. მასწავლებელთა დღეს მათ შუახევის რესურსცენტრთან ერთად მოვუწყობთ ღვაწლმოსილი პედაგოგების გამოსამშვიდობებელ საღამოს,"- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. მერთან ერთად პედაგოგები საკრებულოს წევრმა გურამ ზოიძემ მოინახულა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)