|
2019-09-05 15:43:12, 1639 ნახვა
კომენტარი
გომელაური წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობაზე: დასაზუსტებელია, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა თუ მათი
„ჩვენი ინფორმაციით დროშა აღმართეს, დასაზუსტებელია რა ადგილია, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია თუ მათი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა სოფელ წნელისთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი უკვე გააქტიურა. „ცხელი ხაზი გააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. რაც მთავარია, უსაფრთხოდ რომ იყვნენ ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, მთავარი საზრუნავი არის დღეს ჩვენი ეს, დანარჩენს მოგაწვდით აუცილებლად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, ცხნინვალის მარიონეტულმა მთავრობამ და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ წნელისთან სტრატეგიული სიმაღლის ოკუპირება მოახდინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)