22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 18:46:09, 1647 ნახვა

სამართალი
მიქაუტაძე, თადუმაძე, ალანია - იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან 20 კანდიდატი შეარჩია და საბოლოო სია დაამტკიცა.

კენჭისყრის პროცესი 16:00 საათზე დაიწყო. სიის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა, ორ ეტაპად ჩატარდა. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ, კანონის თანახმად, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება. 

მეორე და საბოლოო კენჭისყრის შედეგებით:

თამარ ალანია - 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი - 11 ხმით; შოთა გეწაძე - 11 ხმით; მირანდა ერემაძე - 10 ხმით; მამუკა ვასაძე - 10 ხმით; მაია ვაჩაძე - 11 ხმით; თამარ ზამბახიძე - 11 ხმით; შალვა თადუმაძე - 10 ხმით; ზაზა თავაძე - 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე - 10 ხმით; ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე - 11 ხმით; პაატა სილაგაძე - 10 ხმით; ნუგზარ სხირტლაძე - 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი - 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე - 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე - 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით. 

ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics