06:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 18:06:41, 1237 ნახვა

საზოგადოება
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველი სხდომა გაიმართა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა.

კომისიამ, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, საყოველთაო-სახალხო განხილვის ვადებსა და ფორმატზე იმსჯელა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარების გრაფიკი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

„საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სულ ამ მიზნით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც  საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით განხილვების დროს საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მოვისმინოთ თანამოქალაქეების მოსაზრებები და ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას და ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი, უფრო მეტად დამკვიდრდება პარტიებს შორის თანამშრომლობის კულტურა და შემცირდება ის პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში აქამდე არსებობდა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics