|
2019-09-04 15:57:56, 1043 ნახვა
რეგიონი
სოციალური მომსახურების სააგენტომ ფოთში დასაქმების ფორუმი გამართა
ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენდა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ გახსნეს. სამუშაოს მაძიებლებს 500-მდე აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე. ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)