22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 14:34:43, 2040 ნახვა

სამართალი
ინციდენტი პარლამენტთან - „ოცნების“ დეპუტატი #სირცხვილიას აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, სადაც #სირცხვილიას საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შენობიდან გამოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე აქტივისტების მიერ მოწყობილმა სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. ის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სასტვენია წაართვა და დაამტვრია. მომხდარის შემდეგ დეპუტატმა ტერიტორია დატოვა.

დაზარალებული აქციის მონაწილე ადგილზე მყოფ სამართალდამცველებთან მივიდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამ დროისთვის პარლამენტის სამ შესასვლელთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები 20 ივნისს მომხდარი მოვლენების შემდეგ, გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, შესაბამისად, მმართველი გუნდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამწვავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics