06:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 10:27:06, 1108 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა

„გიორგი გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა გახარიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო. მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდეგ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა. ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევისა. საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდეგ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა მას მივულოცო და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics