|
2015-07-10 17:21:42, 846 ნახვა
სამართალი
კობა ხარშილაძე: ზურაბ ჟვანიას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის განცხადებით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. მისივე თქმით, ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად, შიშველი იმყოფებოდა. "დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა.ვნახეთ შიშვლები, უსუპოვს ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)