|
2019-08-30 18:46:14, 1347 ნახვა
რეგიონი
სოფელ წნელისთან საგუშაგოს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისთან პოლიციის საგუშაგოს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ე.წ. ხელუსუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრები იყოს დაცული. "მთელ პერიმეტრზე განთავსდებიან ჩვენი მესაზღვრეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მხარის ბლოკ-პოსტი არ დაიდგას. ჩვენი საღვრები ყოველთვის იქნება დაცული. ნურაფრის გეშინიათ, იცხოვრეთ წყნარად და მშვიდად", - მიმართა ბიბილოვმა მოსახლეობას. ამასთან, მისივე განცხადებით, ბევრი მოქალაქე ქართული საგუშაგოს დემონტაჟის მოთხოვნით გამოდის, თუმცა ბიბილოვის თქმით, ეეს ომის დაწყების ტოლფასი იქნება. მანვე დასძინა, რომ უმჯობესია საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. "სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენს ტერიტორიაზე არც ქართული ჯარი და არც ქართული პოლიცია არ უნდა იდგეს. ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ, ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)