|
2019-08-30 18:35:20, 1551 ნახვა
რეგიონი
ჯიოევი: ქართული საგუშაგო, რომლის არსებობაც ძაბავს ვითარებას, უნდა მოიხსნას - ქართული მხარე დათმობაზე ჯერ არ წამოვიდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს და ეს ქართული მხარის საგუშაგო აღებაა. როგორც ჯიოევმა ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე დათმობაზე არ მიდის. "ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა - რომ საგუშაგო, რომელიც სიტუაციას ამწვავს, აიღონ. ქართული მხარე დათმობაზე არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მაშინ დადგან საგუშაგო თავიანთ ტერიტორიაზე, რა შუაშია აქ ჩვენი სოფელი. რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. შევთანხმდით, რომ მორიგი ტექნიკური შეხვედრა 2 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ცხინვალს აქვს ძალიან მკაფიო და უცვლელი პოზიცია, რომ საგუშაგო არ უნდა დაიდგას, რადგან ის სიტუაციის დეესკალაციას უწყობს ხელს", - განაცხადა მურატ ჯიოევმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)