|
2019-08-30 15:32:10, 987 ნახვა
რეგიონი
ე.წ. პარლამენტი: პროვოკაციები, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი
"პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან. ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტას შეაფასა. "ქართული მხარის ქმედებები რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დეესკალაციისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის საქართველოს ხელისუფლებაში. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის უცვლელი შემადგენელია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)