|
2019-08-30 13:27:39, 1487 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს
1 სექტემბერს ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება. 10 დღის განმავლობაში ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. მასტერკლასებს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ჩაატარებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)