06:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 18:14:14, 885 ნახვა

რეგიონი
ანთაძე: ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა - ოკუპანტები ხაზს მიღმა დგანან

სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებ განუცხადა.

როგორც სუს-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზის ცნება პირობითია და ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.

„სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი განთავსებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მის სიღრმეში. რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი დგანან საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საოკუპაციო ხაზის ცნება არის პირობითი ცნება. ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც ჩვენ ვახორციელებთ კონტროლს და ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი“, - აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრაზე ველა იმ ინციდენტზე უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოხდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში, ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი მოსახლეობის სახლების დანგრევის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტი. ირაკლი ანთაძის განმარტებით, ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა უკანონო მშენებლობა. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. მისივე მტკიცებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და შეხვედრა დატოვეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics