|
2019-08-29 16:17:48, 1315 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას „მწვანე შუქი“ აუნთო
„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას. სააკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას „მწვანე შუქი“ აუნთო. ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი . პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. საქართველოში უნდა გათენდეს!“ - წერს ექს-პრეზიდენტი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)