|
2019-08-27 13:08:56, 1048 ნახვა
რეგიონი
მევენახეებს კადასტრის ამონაწერის ასაღებად რამდენიმე დღე რჩებათ
„ქინძმარაულის", „ახაშენის", „ყვარლის" და „მუკუზნის" მიკროზონების მევენახეებმა კადასტრის ამონაწერი 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა აიღონ. მიმდინარე წლის რთველის დროს, ყურძნის ჩაბარება აღნიშნული მიკროზონებიდან მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. კადასტრის ამონაწერის მისაღებად, მევენახემ უნდა მიმართოს შესაბამის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ადგილობრივ საკრებულოებს: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ამასთან ერთად, შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)