00:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 11:50:09, 1413 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ „ტვ პირველის“ მფლობელის მამისა და ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

ამ ეტაპზე უცნობია, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს.  უწყება მას „თიბისის“დამფუძნებლებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics