|
2019-08-26 18:33:10, 2043 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩუგოშვილის შეფასებით, აღნიშნულ არჩევნებს არანარი სამართლებრივი ძალა არ აქვს და მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია. „ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს, რადგან ეს ტერიტორიები მსოფლიოს მიერ არ არის აღქმული და ცნობილი როგორც დამოუკიდებელი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია და სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირ შედეგს არ წარმოშობს. ეს არის ფარსი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას განცდას უჩენს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება, ვიდრე ეს ტერიტორიები მიჩნეულია საქართველოს სუვერენულ და განუყოფელ ნაწილად, რომელიც ჩრდილოელი, მტრულად განწყობილი მეზობლის გამო არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი და ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის ზონაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)