|
2019-08-26 16:40:46, 1249 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მცხოვრებლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. რეგიონის პირველი პირი მინისტრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ახალსოფლისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა. ახალსოფელში ბაგა-ბაღისა და საბავშვო ბაღის გაფართოების საკითხი დაისვა. მოსახლეობამ ასევე მოითხოვა რამდენიმე მიმართულებით შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია. მახოელებმა რეგიონის ხელმძღვანელობას სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და ახალგაზრდული ცენტრის გაკეთების თხოვნით მიმართეს. ასევე დასვეს გაზიფიცირების საკითხი. მოსახლეობამ თორნიკე რიჟვაძისაგან პრობლემების მოგვარების პირობა მიიღო და თითოეულ მათგანს გულახდილობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებით გათვალისწინებული სიახლეები. „ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თქვენ. აუცილებელია თქვენი მოსმენა, თქვენი გადაუდებელი საკითხების მოგვარება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი. ინფრასტრუქტურა იყოს კარგი და სოციალური პაკეტი გაუმჯობესებული. მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების გადაჭრა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და დასრულება მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანაა, პრაქტიკულად, 2020-21 წლებში აჭარაში არ გვქონდეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც მოუწესრიგებელი იქნება მისასვლელი გზა, წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. შეხვედრები რეგულარულად გაიმართება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. თითოეული მსგავსი შეხვედრის მიზანია რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტის ხალხის მოთხოვნებისა და საჭიროებების.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)