06:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 11:06:48, 1210 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოტენციალი Birdfair 2019-ზე ყურადღების ცენტრში მოექცა

ბრიტანეთში Birdfair 2019-ზე აჭარის ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებას პოპულარიზაცია ბრიტანეთში მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად გაუწია. აჭარის სტედთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის, როგორც გადამფრენი ფრინველების კუთხით მსოფლიოში უდიდესი საიმიგრაციო დერეფნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდა, რომელმაც გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართა ტურლიდერებთან და დარგის სპეციალისტებთან.

Birdfair ინგლისში 1989 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად საშუალოდ 24, 000- მდე ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ადამიანი ესწრება. გამოფენაში მონაწილეობას 450-ზე მეტი ფრინველებზე დამკვირვებელი, ორნითოლოგი და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ღებულობს.

„ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ძალიან მაღალია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რათა რაც შეიძლება მეტ ეკოტურისტს, ორნითოლოგსა და ფრინველებზე დამკვირვებელს მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანია აჭარის საიმიგრაციო დერეფანი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების მრავალფეროვნების კუთხით. გვქონდა საინტერესო შეხვედრებიც, რაც დაგვეხმარება საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესო ბაზარი არის ევროპა, სადაც ეკოტურიზმის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია. რამდენიმე საინტერესო და ცნობილ მეცნიერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წელს ველოდებით აჭარაში, რომელიც რეგიონში 2-8 სექტემბერს გაიმართება“, -  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics