|
2019-08-21 23:34:05, 804 ნახვა
რეგიონი
აღდგენილი „რვაფეხა“ თორნიკე რიჟვაძემ პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიერა
ბათუმის ბულვარში მდებარე „რვაფეხას" სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ძველი სახით აღდგენილი კაფე „ფანტაზია" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერეს. „რვაფეხას" რეაბილიტაცია ფონდი «ქართუს» მიერ განხორციელდა. კაფე „ფანტაზიას" („რვაფეხას") მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. კაფე „ფანტაზია" ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. „რვაფეხას" შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. რეაბილიტაციის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო მოზაიკა. სამუშაოების ფარგლებში, ძველი, დაზიანებული იატაკი, თავდაპირველად არსებული დეკორატიული იატაკით შეიცვალა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)