|
2019-08-21 23:32:22, 1205 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე - ბათუმში ხვალიდან დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი
სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, კომპანია „აიქარის" მიერ პროექტის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისისა და ბათუმის გარდა ელექტრომობილების გაზიარების სერვისი უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებშც დაინერგება. „ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მწვანე ეკონომიკა, რომელიც ემსახურება უმთავრეს მიზანს, რომ დავძლიოთ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც დაგვეხმარება, რომ მივაღწიოთ ამ ყველაზე მთავარ მიზანს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, მახსოვს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, სკეპტიციზმი ამ იდეის გარშემო. დღეს მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო ხდება ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი. საქართველოში უკვე შენდება ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა, მზის პანელების ქარხანა, რომლის მთავარი ბაზარი საქართველოს გარდა იქნება ევროკავშირი. ანუ ჩვენ ვხდებით მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, მსგავსი პროექტები ეროვნულ იდეასთან - განათლებასთან ერთად იქნება მთავარი საფუძველი იმისა, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი 21-ე საუკუნეში. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „აიქარს" და „აიჯგუფს", მსგავსი ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. სწორედ აღნიშნული კომპანია განახორციელებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე ამბიციურ პროექტს - ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას ქუთაისში. სწორედ აღნიშნული წარმოება იქნება სავიზიტო ბარათი 21-ე საუკუნეში. რაც მე განსაკუთრებით მახარებს, 2020 წლიდან ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოში დამზადებული ელექტრომობილებით. უფრო მეტიც, ამ ქარხანაშ ჩაფიქრებულია, რომ ჩვენ გამოვუშვებთ პირველად საქართველოში შექმნილი დიზაინით ელექტროავრომობილებს და ეს იქნება მართლაც უნიკალური შედეგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. „აიქარმა" ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა". ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა. ამ სადგურების რიცხვი დღითიდღე გაიზრდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)