|
2019-08-21 14:34:11, 1136 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით მოხდა
საკადრო ცვლილებები, ფაქტობრივად მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთავი 2-დან რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, შედეგად ქვეყანა თავისუფალი სიტყვის მნიშვნელოვან პლატფორმას დაკარგავს. „მე ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ რუსთავი 2, ახალი მფლობელის პირობებში, სარედაქციო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა. ეს პროცესი უკვე დაიწყო. საკადრო ცვლილებები, ფაქტობრივად მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. ეს, ცხადია, კეთდება ირიბად, პირდაპირ ცენზურის დაწესებას ტელევიზიაში ვერ შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ საკადრო ცვლილებებით შეიცვლება და უახლოეს კვირეებში ჩვენ ამას ვნახავთ. რეალურად, ჩვენი ქვეყანა დაკარგავს თავისუფალი სიტყვის ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას და სიტყვის თავისუფლებას ძალიან დიდი დარტყმა მიადგება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)