|
2019-08-21 13:27:42, 1470 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: „რუსთავი 2“-დან წავიდა „რუსთავი 2“ და ახლა იქმნება რაღაც გაუგებარი ტელევიზია
საბოლოო ჯამში, „რუსთავი 2“ მაყურებელს დაკარგავს - ასე შეაფასა ექპერტმა გიგა ხუხაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები, როდესაც ჟურნალისტების ნაწილი გაუშვეს, ხოლო ნაწილმა პოზიცია საკუთარი ნებით დატოვა. ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“ ხელისუფლების პროპაგანდისტურ მანქანად გარდაიქმნება. „რუსთავი 2-დან წავიდა რუსთავი 2 და ახლა იქმნება რაღაც ახალი, გაუგებარი ტელევიზია, რომელიც „ბუქსირზე“ ჩაებმევა იმედს. რად უნდათ ორი, გაუგებარია. ხელისუფლების მოტივსაც კი ვერ ვხედავ, რად უნდა კიდევ ერთი ამ ტიპის პროპაგანდისტური მანქანა. ადამიანური რესურსი, რომელიც ქმნიდა პროდუქტს, ბაზრის გარკვეულ სეგმენტზე მოთხოვნადი იყო, შესაბამისად, როდესაც ხაჭაპურის მომხმარებელს „პონჩიკებს“ სთავაზობ, ბუნებრივია, ის ტკბილს არ შეჭამს, იმიტომ რომ მას სხვა რამე სჭირდება. საბოლოო ჯამში, ტელევიზია დაკარგავს მაყურებელს - ეს მოხდება, იმიტომ რომ ტელევიზიის ბრენდირება არ არის ძნელი პროცესი, რადგან პულტით გადართვას უკავშირდება, მეტს არაფერს. ქიბარ ხალვაშს ახლა გავარვარებული ნაკვერჩხალი უჭირავს, ხელს წვავს მაგრამ ვერც აგდებს, რანაირად უნდა გადააგდოს და ხელი ეწვება და ეწვება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა TV პირველთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)