|
2019-08-21 12:09:48, 780 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკის წინასაპროექტო კვლევაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს
ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს. „ამ კომპანიას აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ა.შ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, დიდი ხანია გვინდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვარდებოდა ინტერესთა გამოხატვა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კომპანია იმუშავებს ამ პროექტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე განხორციელდება. ჩატარდება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც დაეყრდნობა პარკის ფუნქციური ზონირება. ამასთანავე, ჩატარდება პარკში არსებული მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია და შემუშავდება ახალი დენდროლოგიური პროექტი. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე წინასწარ იქნება ინფორმირებული.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)