21:40 - 21 Jul, 2026
|
2019-08-20 18:47:11, 1203 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა
პრეზიდენტი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ადმინისტრაციის თანახმად, ზურაბიშვილმა შვებულება თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარა. „პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)