|
2019-08-20 15:24:31, 1146 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის
საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომელთაც მმართველ გუნდს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკითხზე სექტემბერში საჯარო განხილვები ჩატარდება. „ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ. და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება - სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)