|
2019-08-19 19:22:30, 1335 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი პრეზიდენტზე - კარგი იქნება, თუ ე.წ. ბორდერიზაციაზე განცხადებას დროულად გააკეთებს
„კარგი იქნება, თუ დროულად გააკეთებს განცხადებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. წილოსანი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. „ვისურვებდი, რომ მას საჯაროდ დაეფიქსირებინა და რაც შეიძლება დროულად გაკეთებინა განცხადება, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გააკეთებს ამ განცხადებას უახლოეს მომენტში. გამიჭირდება მისი დუმილის მიზეზი გამოვიცნო, ასე ვთქვათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის დუმილის მიუხედავად, გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე იქნება ხელისუფლებასთანაც და მუდმივად იღებს ინფორმაციას, რა ხდება ამ სოფელში და ზოგადად, ოკუპაციის მიმართებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის დროულად გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)