|
2015-07-09 16:08:00, 1050 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მესამე ქვეითი ბრიგადის არაგეგმიური სატანკო სწავლება გაიმართა
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მესამე ქვეითი ბრიგადის არაგეგმიური სატანკო სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ წვრთნას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების „ჯავშანსატანკო ჩასაფრება“ სცენარი სასიკვდილო ზონაში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებას და მისი გადაადგილების შესახებ მაღალი მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი წვრთნის დროს ტაქტიკური და საცეცხლე ამოცანები შეასრულეს. სწავლების ფარგლებში დაშავებულის ევაკუაციაც განხორციელდა. სამხედრო წვრთნების მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება წარმოადგენს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)