01:42 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 11:17:18, 634 ნახვა

რეგიონი
გუგუტიანთკარის მცხოვრები: რუსები გვეუბნებიან, კეთილ საქმეს ვაკეთებთ, 35 მეტრს გიტოვებთო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრების განცადებით, ადგილობრივები ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ.

მისი განმარტებით, მარტო ვერაფერს გახდებიან.

 „გვერდზე დგომა გვინდა მთავრობისგან, თორემ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, ჩვენმა მთვარობამ არ იცის და ჩვენ რა ვიცით. ის კი ვიცით, რომ აქეთა ბანერი არის ძველი ბანერები და მაგის ქვემოთ მოდიან. იმ დღეს ველაპარაკებოდი და ასე თქვეს კეთილ საქმეს ვაკეთებთო, კიდევ ქვევით გადაწევის უფლება გვაქვს და 35 მეტრს გიტოვებთო“, - განაცხადა გუგუტიანთკარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics