12:56 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 10:58:22, 3517 ნახვა

მსოფლიო
ტრამპს კუნძული გრენლანდიის ყიდვა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან და თანაშემწეებთან პრივატულ საუბრებში  კუნძული გრენლანდიის ყიდვის იდეა განიხილა - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ორ, „სიტუაციაში გარკვეულ“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროთა ცნობით, გრენლანდიის შეძენის იდეა მრჩევლების ნაწილმა ხუმრობად, ნაწილმა კი სრულიად სერიოზულად აღიქვა.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გრენლანდიის ყიდვის იდეა პირველად პრეზიდენტ ჰერი ტრუმენს გაუჩნდა და 1946 წელს ის  მზად იყო, კუნძულის  სანაცვლოდ 100 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა.

აღსანიშნავია, რომ  სექტემბრის დასაწყისში დანიაში ტრამპის პირველი ვიზიტია დაგეგმილი,  თუმცა, იქნება თუ არა  გრენლანდიის ყიდვის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტსა და დანიის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების თემა,  უცნობია.

მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს და  ის ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics