18:57 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 16:13:21, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის პროექტზე რამე კავშირის ხელოვნური ძიება არასერიოზულია

მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან თუ სწორად მახსოვს, 2012 წელს თავად საუბრობდა ამ გზის მშენებლობაზე, - ასე უპასუხა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ  ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტზე გუშინ გამოქვეყნებული faceebook-პოსტის შესახებ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტი მიმართულია, პირველ რიგში, რეგიონის განვითარებაზე.

„ამ პროექტით ვცდილობთ წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას, ვგულისხმობ შეფერხებულ საგზაო მოძრაობას და უბედური შემთხვევების სტატისტიკას. შეგახსენებთ, ამ გზაზე  დევდორაკის სტიქია გვქონდა და იქაც აშენდა 1,7 კმ-იანი გვირაბი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ უკვე მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აღარავინ დაიღუპოს და პირიქით, უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე მსგავსი ადგილები მრავლად გვაქვს და ვისურვებდი, რომ გვქონოდეს  შესაძლებლობა, რომ ყველგან ის საჭირო ინფრასტრუქტურული გავაკეთოთ, რაც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებ, გადაადგილებას კი დაუბრკოლებელს და კომფორტულს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics