|
2019-08-15 14:41:55, 621 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე დაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში შუახევში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომლის ღირებულება 1 040 999 ლარია ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათების, ავტოპარკინგის და კიბეების მოწყობას. სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს საყრდენი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა, კედლების მოპირკეთება, გზის გაფართოება და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ცენტრების და სოფლების კეთილმოწყობაც. ამ ღონისძიების ფარგლებში უკვე დასრულდა ოლადაურის და დღვანის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაულის თემებში და სოფელ ბრილში. უახლოეს დღეებში დაიწყება ხიჭაურისა და ჭვანის ადმინისტრაციული ცენტრების მოწყობაც. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფლებში მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას, სოფლად ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლისა და დასაქმების გაზრდას.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)