|
2019-08-15 10:32:15, 786 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და „თიბისი ლიზინგი“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ
ტოიოტა ცენტრი თეგეტა და თიბისი ლიზინგი ტოიოტას ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილების შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ. აქციის ფარგლებში ახალი ავტომობილის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, პირველადი შენატანი გახლავთ მხოლოდ 10%-ი და ამასთანავე 3 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ გეგმიური ავტოსერვისის მომსახურებით. მომხმარებელს აგრეთვე შეუძლია გაცვალოს მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით, თუ ის 2007 წლიდან არის გამოშვებული, აქვს არაუმეტეს 300 000 კმ. გარბენი და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი მოდელის ახალი ტოიოტა. ჩაბარებული ავტომობილის საფასურს თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ჩაუთვლის თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გაკეთდება სესხი, ზემოთ აღნიშნული სააქციო პირობების გათვალისწინებით. შეთავაზებები ძალაშია 30 სექტემბრის ჩათვლით. ამასთანავე ტოიოტა ცენტრი თეგეტაში შეძენილ ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილის ყველა მფლობელს გადაეცემა „მწვანე ბარათი“, რომლის მეშვეობითაც ისინი გახდებიან ტოიოტას მწვანე გზის კლუბის წევრები. რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში მათ სახელზე დაირგვება 1 ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადაეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.
(R)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)