|
2019-08-14 19:32:52, 1160 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: მე ვიხდიდი გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ხელფასების ერთდროულად გადახდა
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებას, რომელიც მსხვილი ტელეკომპანიებისთვის ვალების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოვიდა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა. ნია გვარამია აცხადებს, რომ რუსთავი 2, ვიდრე შესაძლებელი იყო, გადასახადებს იხდიდა, მაშინაც კი, როდესაც კომპანიას ყადაღა დაედო. „ჩვენ გვქონდა არა ერთ გზის მიწერილი წერილი ვანი მაჭავარიანის მიმართ. ჩვენ არ ვართ ადამიანები, ჩვენს მენეჯმენტს ვგულისხმობ, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებს. ჩვენ ვიხდიდით, სანამ ეს ყადაღა არ დაგვანგრევდა, დღეს რომ იძახიან, ყადაღას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიდრე ეს ყადაღა არ დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც, ჩვენ ვიხდიდით აბსოლუტურად ზუსტად, თეთრი თეთრში იმ გადასახადებს, რომლებიც ჩვენ გვევალებოდა. შეგახსენებთ, რომ ვინც მიჩივის, მისი ქმარი არ იხდიდა გადასახადებს და ის იყო მაშინ დირექტორი და ხელისუფლებაც მისკენ იყო და ა.შ. მაგრამ მას გადასახადები არ გადაუხდია და მერე გაუნულეს. მე ვიხდიდი თეთრი თეთრში ამ გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოგვიხსნან ეს ყადაღა და ჩვენ გადავიხდით გადასახადებს, ეს არ მოხდა, მერე აბსოლუტურად ღიად ვთქვით, რომ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ და ორს შორის არჩევანს, რა თქმა უნდა, ავარჩევთ ტელეკომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ. ჩვენ ამას ვიხდიდით, რომ გროვდებოდა ეს გადასახადები და საურავები, არა ერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, მე არ მახსოვს მაშინ ვანო მაჭავარიანი იყო თუ მისი წინამორბედი, და არც ერთი პასუხი არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით, საერთოდ არანაირი პასუხი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)