|
2019-08-14 16:38:46, 805 ნახვა
რეგიონი
შუახევში, დღვანის თემში ბიბლიოთეკა გაიხსნა
დღეიდან დღვანის მოსახლეობა სასოფლო ბიბლიოთეკით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში რიგით მე-8 ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ოფიციალურად გახსნეს. ბიბლიოთეკის გახსნას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე, კულტურის ცენტრის დირექტორი მაკა მაკარაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ბიბლიოთეკისთვის 300 - მდე ახალი საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა შუახევის კულტურის ცენტრმა შეისყიდა, ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით შეივსო. ,,განათლებული საზოგადოება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუნიციპალიტეტში მეტი სამკითხველო ადგილი ჩნდება. საზოგადოებაში წიგნისადმი ინტერესი ყოველთვის მაღალია. ჩვენ კი ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ინტელექტის ამაღლებაში. ბიბლიოთეკების ნაწილი ინტერნეტით უზრუნველვყავით, მალე დღვანის ბიბლიოთეკაც სხვა საინტერესო წიგნებთან ერთად ინტერნეტითაც აღიჭურვება“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)