|
2015-07-09 12:23:51, 694 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო: წყნეთი-ახალდაბის გზაზე სპეციალური რეჟიმის დაწესება აუცილებელია
წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერის ჩამოწოლასტან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორ უწყებაში აცხადებენ, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. მათივე განმარტებით, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. "დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები . კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)