|
2019-08-12 18:55:23, 1010 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა
აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა. ამ პლატფორმის ერთ-ერთი ამოცანაა იყოს ნოვატორი პროგრამების შექმნასა და განხორციელებაში, ისე რომ პასუხობდეს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალურად გახსნა და ამ პლატფორმის შექმნის მიზნები და ამოცანები პრეზენტაციაზე შეკრებილ 400-მდე ახალგაზრდას გააცნო. ,,იცით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება, ახალგაზრდობა. ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, სწორედ, განათლებულ ახალგაზრდებზე გადის და ამ მიმართულებით ქვეყნის ბიუჯეტის 25% უნდა დაიხარჯოს. ეს ნიშნავს, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას ახალგაზრდული ინიციატივების მიმართ. ჩვენს რეგიონში გვაქვს ხელშესახები შედეგები. ძალიან მალე 21 ახალგაზრდა ჩვენი რეგიონიდან გაემგზავრება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ისინი შეძლებენ გაიცნონ, როგორც თავიანთი თანატოლები, იმ სივრცეში, იმ არეალში, რომელზეც ჩვენ გვაქვს სწორება - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, რაც შეიძლება ახლო მომავალში. ამავდროულად, მათ ექნებათ საშუალება მიიღონ უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარება ჩვენს რეგიონს, გავხდეთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულები და პროგრესულები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი არის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება. პროექტის პრეზენტაცია დამსწრეებს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ წარუდგინა. რეგიონული ცენტრი ახორციელებს 5 პროგრამას, 8 ქვეპროგრამას და 30-მდე ღონისძიებას. ცენტრის ბიუჯეტი - 1, 774 118 ლარია.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)