19:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 10:06:01, 1394 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობა

საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტის, ექსტენციის სპეციალისტი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ფერმერი ფერმერს“ ექსპერტი ლუის ფერგუსონი იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლუის ფერგუსონს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ექსპერტს საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერებინა, სადაც 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი უნიკალური ნარგაობებია გაშენებული. 

მეცნიერებმა ლუის ფერგუსონს ასევე, ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის - საკოლექციო ვენახის შექმნის ისტორიის და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო - პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფისტას და ზეთისხილის კულტურების გაშენების მიმართულებით, ფერმერების მხარდაჭერას გეგმავს.

 „მე საქართველოში USAID-პროექტის ფარგლებში ფისტას კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით ვიმყოფები. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს, ნამდვილად დიდი რესურსი აქვს ამ კულტურის განვითარების, რადგან ქვეყანას  სათანადო კლიმატური გარემო და წყალი აქვს, რაც  სუბტროპიკული კულტურების გაშენების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ლიუს ფერგუსონმა.   

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics