19:31 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 21:12:06, 1399 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები, გია და ლევან ყარამანაშვილები ნიკა გავარმიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურებიან.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიასთვის ბრალის წაყენება აშკარა პოლიტიკური დევნაა, რომელსაც კანონთან და სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ როგორც ტელეკომპანია „რუსთავის 2-ს“ წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ, რომ წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ს“ წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული.

ნიკა გვარამიას  საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. „რუსთავი 2“ იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ  მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის  არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ წლების განმავლობაში იყო თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული აზრის სიმბოლო საქართველოში. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩვენი კომპანიის და გენერალური დირექტორის მიმართ მიუღებლობა არასოდეს დაუმალავს.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან“, - ნათქვამია ყოფილი მფლობელების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics