18:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 17:42:05, 1053 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.

ფესტივალის განმავლობაში სივრცე ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის  პრეზენტაციების და ინსტალაციების ადგილად იქცევა.

დამთვალიერებელს სივრცეში სტუმრობა შეეძლება ყოველდღე, 13:00 საათიდან. ოფიციალური პროგრამა კი დაიწყება 18:00 საათიდან და გაგრძელდება 23:00 საათამდე.

ჭალამდე მისვლა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო გზის საშუალებით, რომლის საწყისი წერტილი დედა ენის პარკია.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების საკითხებს.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად კონსტრუირებული, ბაღთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება სპეციალური აუდიოგახმოვანება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი საქართველო“, MagiC Carpets - შემოქმედებითი ევროპის პლატფორმა და გალერეა OPENSPACE.INNSBRUCK.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics