|
2019-08-09 01:59:56, 26264 ნახვა
სპორტი
თბილისის დინამო რასიზმის გამოვლენისთვის დაჯარიმდა და თამაშს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ფეიენოორდთან დინამო არენაზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. საბჭომ გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გამოაქვეყნა. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, უეფა-ს მოსაზრებით, საფუძველი რასისტული შეძახილები და ბანერები გახდა, რის გამოც „დინამო“ ადრეც იყო გაფრთხილებული. მაგრამ მსგავსი შემთხვევა „გაბალასთან“ თბილისური მატჩის დროს განმეორდა და მას უეფა-ში ასეთი კვალიფიკაცია მისცეს – „გულშემატკივართა რასისტული გამოხდომა“. საკითხი უეფა-ს აღმასკომმა განიხილა და თბილისური კლუბი უმკაცრესად დასაჯა. ასევე დინამოს დაევალა, რომ თამაშის მიმდინარეობისას გამოფინოს ბანერი სიტყვებით #EqualGame, რომელზეც უეფას ლოგოც იქნება. ამ ბანერმა უნდა დაფაროს პირველი, მე-2 და მე-18 სექციები. ასევე დინამო დაჯარიმდა 50 000 ევროთი, გულშემატკივრების რასისტული ქცევის გამო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)