|
2019-08-08 17:34:43, 1565 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ომის დროს ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა
„ომის დროს სარკოზიმ ამერიკელების დიპლომატიური პროცესისგან ჩამოშორება შეძლო და ორმაგი თამაში ითამაშა“, - ასე შეაფასა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლი 2008 წლის აგვისტოს ომის პროცესში. სააკაშვილის შეფასებით, სარკოზის ძალისხმევის ერთადერთი დადებითი შედეგი რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულება იყო, თუმცა მის ქმედებებს ცუდი შედეგებიც მოჰყვა. „სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, ის ძალიან არაკომპეტენტური იყო. სარკოზის უკმაყოფილების გამო ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ, იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ ამერიკელების დიპლომატიური პროცესისგან ჩამოშორება შეძლო და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის ვალდებულება იყო, თუმცა მეორე მხრივ, იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)