00:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 12:54:36, 1208 ნახვა

რეგიონი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მირიან  წიკლაური, გია  გაჩეჩილაძე, ანრი ოხანაშვილი  და  ირაკლი ტრიპოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონში, არშასა და გარბანში  მოსახლეობას შეხვდნენ და  მათ    მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  გიორგი წოწკოლაურმა  მოსახლეობას ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ  მიაწოდა  ინფორმაცია. მან   დეტალურად ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე,  მიმოიხილა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები. 

 2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.  მიმდინარეობს სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსს არშაში და საჯარო სკოლებს  სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიონში, არშასა  და გარბანში სკვერები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ახლახანს კეთილმოეწყო ამბულატორია სოფელ სიონში. ასევე, დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიონში და შიდა გზების მოწყობა არშაში.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აქ, ძირითად პრიორიტეტებად მიწების რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები გამოიკვეთა, ასევე მოითხოვეს  რეგიონისთვის რეანომობილის  გადაცემა.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც  აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა დასახლებას მოიცავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics