|
2019-08-08 10:53:49, 1362 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურის და სილაურის სოფლების მაცხოვრებლებისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გურიაში მიმდინარე წელს აშენდება 6 ამბულატორია. სამივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ამბულატორიას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში. მოსახლეობამ მთავარ საკითხად ჭალა-ბოხვაურში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სილაურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზაზა გაბუნია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, სალქო ორგანიზაციის წევრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)