|
2019-08-07 12:48:25, 1195 ნახვა
რეგიონი
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საპროტესტო აქცია გაიმართა
ერგნეთში, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა რუსეთის აგრესია გააპროტესტეს და ოკუპირებული სოფლების მიმართულებით მშვიდობის ნიშნად, ფრანები გაუშვეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მთავარი ამოცანაა, საქართველომ მსოფლიოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია დაანახოს. „ქართული საზოგადოება არასდროს არ შეეგუება ოკუპაციას. 2 000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იერუსალიმის იდეა. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, მათ შორის, სამწუხაროდ, ქალბატონ ზურაბიშვილის არაერთი განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს. აზიანებს არა საქართველოს წინა ხელისუფლებას, არა რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, აზიანებს საქართველოს, იმიტომ, რომ თუ საქართველო არის აგრესორი, თუ საქართველომ დაიწყო ომი, მაშინ რის საფუძველზე ვთხოვთ რუსეთს აქედან გასვლას?!“, - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, სოფელი ერგნეთი სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)