|
2019-08-06 19:46:07, 868 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საკანონმდებლო, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე. ზაზა ბოხუას თქმით, 2019 წლის ბოლობდე ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება. ხოლო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისათვის - 13 ახალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ოფისების მშენებლობა. ასევე იგეგემება პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება. ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. მათ სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობის საჭიროებები ადგილზე ერთობლივად განიხილეს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)